ამირან გამყრელიძე: ვირუსი უკან არ იხევს, გავიჭირვოთ კიდევ ერთი წელი
გაზიარება
გაზიარება
ვირუსული ინფექცია უკან არ იხევს, ჯერ არაა ვაქცინა, ერთადერთ იარაღად პრევენციული ღონისძიებები რჩება. გავიჭირვოთ კიდევ დაახლოებით ერთი წელი – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
მან მოსახლეობას ხუთი მთავარი პრევენციული ღონისძიების დაცვისკენ მოუწოდა:
● ვატაროთ პირბადე;
● 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა;
● ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესების დაცვა;
● მცირე შეკრებები, მაქსიმუმ 6-10 ადამიანი;
● თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავყრილობებისგან.
“ყველა ეპიდაფეთქვება, რაც გვქონდა, დიდი შეკრებებისა თუ დღესასწაულების გამოძახილი იყო, რომელიც გვქონდა სხვადასხვა რეგიონში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეისათვის სულ დადასტურებულია კორონავირუსის 42579 შემთხვევა. აქედან: გარდაცვლილი – 342 აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 15437 გამოჯანმრთელებული – 26800