კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა 2 კვირაზე მეტხანს მკურნალობდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
● ვინ იყო 30 წლის ქალი, კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საქართველოში
•გიორგი გახარია: საქართველოს მასშტაბით ლოქდაუნი არ და ვერ იქნება
დღეისთვის სულ დადასტურებულია 38936 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 307
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 15 938
გამოჯანმრთელებული – 19 810