გიორგი გახარია: საქართველოს მასშტაბით ლოქდაუნი არ და ვერ იქნება
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმა გიორგი გახარიამ მედიასთან განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით ლოქდაუნი არ და ვერ იქნება.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი არ იქნება. იქნება წერტილოვანი, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით ლოქდაუნი არ და ვერ იქნება” – განაცხადა გახარიამ.

მისივივე თქმით, ნებისმიერ გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში აქვს ფასი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური ზიანი მიადგება ეკონომიკას.
გახარიამ მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მსოფლიოში დღეს ახალი შემთხვევების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა და არაერთმა ქვეყანამ კვლავ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკვე 8 ქვეყანაა, რომელმაც მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობით. ეს ზრდის გამოწვევებს და ჩვენც რეალურად მაღალი რიცხვები გვაქვს ინფიცირების ახალი შემთხვევების, თუმცა ამ ბოლო დროს ჩვენთან შეიმჩნევა საკმაოდ ფრთხილი პოზიტიური ნიშნები, რაც მდგომარეობას გამოჯანმრთელებული მოქალაქეების მზარდ რაოდენობაში“ – განაცხადა გახარიამ.
მანვე პირბადის ტარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ პირბადის ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში ყველაზე მნიშვნელოვანია
„დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ პირბადის ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერაფერი უფრო ეფექტიანი ვერ გამოიგონეს“. – აღნიშნა გახარიამ.
● კორონავირუსის გამო ათასობით ამომრჩეველი არჩევანს ვერ გააკეთებს
● აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა თხოვნით ექიმებს ხელფასებს გაუზრდიან
● ვინ იყო 30 წლის ქალი, კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი საქართველოში
საქართველოში სულ დადასტურებულია 37 263 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 285
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 17 142
გამოჯანმრთელებული – 19 810