განხეთქილება ოპოზიციაში: ვინ იქნება პირველი, ვინც პარლამენტში შევა
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ამავე პარტიის სიის მეორე ნომერი, ლევან იოსელიანი, შესაძლოა, ის პირველი ოპოზიციონერები აღმოჩნდნენ, რომლებიც პარლამენტში შევლენ.
თუკი ელჩებთან საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან, ელისაშვილი განცხადებით, ის პარლამენტში შევა.
მისივე თქმით, ბოკერიას და უგულავას უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მაშინ, როცა ელჩების მითითების საფუძველზე, დეტალებზე არავინ საუბრობს, „ევროპული საქართველო“ მოლაპარაკების დეტალებს ასაჯაროებს. ელისაშვილი ამას „საბოტაჟს“ უწოდებს.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესი და სინდისი.
თუ საარჩევნო წესებზე გარანტია, დოკუმენტები მეჭირება ხელში, პარლამენტში შევალ
“პირდაპირ გეუბნებით, მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებიდან ეს გამოვიტანოთ, საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ. გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი”, – აცხადებს ელისაშვილი.
პარტია “მოქალაქეების” წევრის, ლევან იოსელიანის თქმით კი, ნაციონალური მოძრაობა არის გიგა ბოკერიას მძევლობაში.
ბრალდებებზე პასუხი გასცა თავად “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამაც. მისი თქმით, ელისაშვილი პარლამენტში შესასვლელად მიზეზს ეძებს და ელისაშვილისნაირი ფიგურის პარლამენტში შესვლა, სწორედ ერთპარტიულობას გაუსვამს ხაზს.
“ელისაშვილის და იოსელიანის რიტორიკა ძალიან დაემსგავსა ქართული ოცნებისას”, – აცხადებს “ევროპული საქართველოს” კიდევ ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
_____________________
ამ დრომდე “ქართულ ოცნებასა” და ხელისუფლებას შორის, საერთაშორისო პარტნიორების და ფასილიტატორების მონაწილეობით, მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა.
წინა მოლაპარაკებების დეტალები საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია.
________________________
● საქართველოს ერთპარტიული პარლამენტი: შეძლებს თუ არა იგი სრულფასოვნად მუშაობას
● მეოთხე რაუნდი დასრულდა. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ისევ ვერ მოილაპარაკეს