უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა
უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა
უკრაინაში შეტაკებისას 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაჭრილი მებრძოლი, ლადო გამსახურდია საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე ავრცელებს. მისივე თქმით, ცხრავე დაჭრილი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
“მოკლედ რახან ჭორის დონეზე გავარდა ხმა გეტყვით: შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგავართ ფეხზე მყარად. მე პირადად მომხვდა “ასკოლკა” თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი “კანტუზია” როგორც ხედავთ ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: “ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ”. – წერს ბარათაშვილი და ფეისბუქზე საავადმყოფოდან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
დღევანდელ დღემდე რუსი ოკუპანტების მსხვერპლი 9 ქართველი სამხედროა: გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. არკადი კასრაძე და ალიკა ცაავა პარტიზანები იყვნენ, ისინი რუბეჟნოეში, ერთ-ერთი დასახლების გაწმენდის დროს, ჩასაფრებით მოკლეს. მარიუპოლის ალყის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.
ხელისუფლების წევრებიდან მათ დაკრძალვას მხოლოდ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დაესწრო, მთავრობის სხვა წევრები სამძიმარზე არ გამოჩენილან. უკრაინაში დაღუპული ქართველები არც ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ იმ ფონზე, როცა მოხალისეებს არ გზავნიან, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, “წამახალისებელი ეფექტი” ჰქონოდა.