Turkish Airlines-ი 29 აგვისტოდან თბილისი-სტამბოლის რეისს იწყებს
ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ჩარტერულ რეისებს თბილისი-სტამბოლის მიმართულებით 29 აგვისტოდან 26 სექტემბრამდე შეასრულებს.
ყველა რეისი ცალმხრივი იქნება – ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან-სტამბოლის მიმართულებით გადაიყვანს.
ფრენა კვირაში ერთხელ, შაბათობით შესრულდება.
ბილეთების გაყიდვები უკვე დაიწყო.
• PCR-ტესტი, კარანტინი და თვითიზოლაცია – რა უნდა იცოდეთ, თუ საქართველოში შემოსვლას ან საქართველოდან წასვლას აპირებთ
რეგულარული საერთაშორისო ფრენები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში 26 მარტს შეწყდა, მთავრობის გადაწყვეტილებით 1 ოქტომბრამდე არ აღდგება.
შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ სამ ქვეყანაზე – გერმანიაზე, საფრანგეთსა და ლატვიაზე, რომლებსაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა. ამ ქვეყნებში საქართველოდან და პირიქით, რეისები 2 აგვისტოდან სრულდება.