მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

მამუკა ხაზარაძე: იმედია სააკაშვილი იტყვის, ვინ დაარწმუნა, რომ ამ დღეში არ ჩავარდებოდა

"ახლაც იგივე ხდება, რაც 30 წლის წინ. გამსახურდიას მკვლელობა დიდი ღალატის შედეგი იყო"

"დიაგნოზი აქ ვერ დავსვით", "სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს" - ომბუდსმენის დასკვნა სააკაშვილზე

"ჯობია, გამოიცვალოს პაციენტის სამკურნალო ადგილი, ამაზე ლოგიკური დასკვნა ვერ იქნება"

სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში. გაათავისუფლებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს

ხელისუფლება აცხადებს, რომ "სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მსჯავრდებულისთვის".

"ქვეყნის არევა უნდათ", "ემპათია ნაცმოძრაობასთანაა კავშირში" - კობახიძე სააკაშვილის სამედიცინო დასკვნას ეხმაურება

"400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი"

ოლექსეი არესტოვიჩი: თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება საქართველოს მთავრობა ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს

"საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილი არ უნდა, რადგან მისი ეშინიათ"

იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი და ჩავრთავთ მის მკურნალობაში

"კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული"

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია

"ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან სხვადასხვა კონსილიუმს"

"სააკაშვილზე ჩანაწერი ძირს უთხრის ევროსაბჭოს ფასეულობებს" - პაპუაშვილი PACE-ს პრეზიდენტს მიმართავს

"წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას"

"სააკაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიების გამო" - მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა PEACE-ს ისტორიულ რეზოლუციას 

რეზოლუციაში სააკაშვილზე დამატება შესწორების სახით მოგვიანებით შევიდა

"სააკაშვილი სიკვდილის პირასაა" - რას ამბობენ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობაზე ადვოკატები, ექსპერტები და თანამებრძოლები

"აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში"

მიხეილ სააკაშვილი: ერთ დროს ჩვენ ვიყავით ფლაგმანები და ახლა სად ვართ?

"მეცინება, ტელევიზიით როდესაც მესმის, რომ საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რამის კეთება ვაიძულოთ"

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა