მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი (დაიბადა 1967 წელს) – ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი (2004-2013), რომელიც ამ პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელია. 2003 წელს ის სათავეში ედგა მშვიდობიან ე.წ. “ვარდების რევოლუციას”, რომლის შედეგადაც პოსტსაბჭოთა ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება შეიცვალა.

სააკაშვილის მმართველობის მთავარ მიღწევად კორუფციასთან ბრძოლა, პოლიციის რეფორმა და რადიკალური ეკონომიკური რეფორმები სახელდება. მისი პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები თითქმის ათჯერ გაიზარდა, მოწესრიგდა გზები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

მისი მმათველობის ყველაზე დიდ პრობლემად ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობა სახელდება, ასევე სასამართლოებზე და მედიაზე კონტროლი, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები.

მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე კრიზისული პერიოდი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთთან.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა, სადაც თავდაპირველად უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტის მრჩეველი და გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი, მის ოპოზიციაში გადავიდა.

2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო. მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, თუმცა მალე იძულებული გახდა წასულიყო უკრაინიდან პეტრო პოროშენკოსთან კონფლიქტის შემდეგ.

2014 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში თავისი პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით.

უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს სააკაშვილის დაცინვა და ჩვენ გადმოგვცეს

"ნუ ეთამაშებით ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის"

"პუტინის გამარჯვების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთმა სააკაშვილი უნდა გადაარჩინოს" - Forbes

"თავის ქვეყანაში, როგორც პოლიტპატიმარი ისე კვდება, განზრახ მოწამლული"

ევროკავშირის ელჩი: შეშფოთებულები ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო

ელჩი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება

პოლონეთის სეიმის რეზოლუცია: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ

რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა

მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შეუძლებელია. დღესაც არ ესმით, ვის მხარეს უნდა იყვნენ

"ომის დაწყებიდან 10 თვის შემდეგ" მათ არ ესმით, ვის მხარეს უნდა იყვნენ"

მაგნიტსკის აქტის ავტორი: აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ამის უკან ვლადიმირ პუტინი დგას

"თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება"

მიხაილო პოდოლიაკი: ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი მკურნალობის მიზნით

"ეს არის პრეზიდენტ ზელენსკის საჯარო პოზიცია. ასევე სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნების საჯარო პოზიცია"

მაიკლ მაკფოლი: ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა უნდა წამოაყენონ

"ახლა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის მსოფლიო კამპანიის დროა"

ორი აქცია: მშვიდობის ხიდის გარდა, სააკაშვილის სოლიდარობის აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც გაიმართა

მომიტინგეებმა ადგილზე უკრაინისა და საქართველოს დროშები გაშალეს

არესტოვიჩი და ფეიგინი ხალხს მოუწოდებენ, საქართველოს საელჩოებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართონ

"საუბარია ადამიანის გადარჩენაზე და ელემენტარულ ადამიანის უფლებებზე"

პოპულარული

დაუჭირეთ მხარი JAMnews-ს

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მედია, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით. გადამოწმებული ინფორმაცია, დაბალანსებული, არგუმენტირებული ანალიტიკა – ჩვენ ასეთ ჟურნალისტიკას ვირჩევთ. JAMnews-ი რედაქტორებისა და ჟურნალისტების მრავალეროვანი გუნდია, მიმოფანტული კავკასიის მთელ რეგიონში. არავინ გვიდგენს დღის წესრიგს, არავინ გვკარნახობს, რა გავაშუქოთ და როგორ. ის, რასაც ჩვენ გიყვებით, მაქსიმალურად ახლოსაა რეალობასთან. ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე. თქვენ მიერ გაღებული ერთი ლარიც კი, დაგვეხმარება მივაწოდოთ რეგიონის მოსახლეობას სანდო ინფორმაცია მათ მშობლიურ ენაზე. მადლობა მხარდაჭერისთვის!

თანხის გადარიცხვა