სტიქია რაჭაში - ადიდებულმა რიონმა გზები და ხიდები წაიღო
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები წაიღო. ამ დროისთვის გარესამყაროს მოწყვეტილია 12 სოფელი.
ადიდებულმა რიონმა დატბორა ადგილობრივების სავარგულები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. გზის გარეშე დარჩენილ სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობა გამოყვანას ითხოვს.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ძლიერი წვიმა საღამოს დაახლოებით 9-ის ნახევარზე დაიწყო და თითქმის ორი საათი გაგრძელდა. დაზიანებულია სოფლების – დიდი და პატარა ღების დამაკავშირებელი გზა.
ადიდებულმა მდინარემ სამანქანო გზები წიღო სოფელ რესთან, უწერასთან, ნაკიეთთთან და ჟონეთთან.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე რიონმა მაღალი ძაბვის 35 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის 3 საყრდენი წაიღო, რის გამოც დენი არ მეწოდება სოფლებს: უწერას, შოვს, ღებს, გლოლას და მიმდებარე რამდენიმე სოფელს.