რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული მხარე მზადაა, გააგრძელოს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.
“ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ მას პატივისცემით ვეკიდებით. მზად ვართ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ.
სინამდვილეში, საუბარია არჩევანზე ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ განვითარებასა და გარედან კონტროლს შორის, ტრადიციულ ღირებულებებსა და გარედან დაწესებულ ნეოლიბერალურ დამოკიდებულებებს შორის.
ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებები საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ სიცრუეა. ეს არის აშკარა ტყუილი. ამერიკელები ცდილობენ მოგვაწერონ ის, რასაც თავად აკეთებენ. როგორც ამბობენ, ქურდს ქუდი ეწვის.“
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, მხარეების დაინტერესების შემთხვევაში საქართველო “მეზობლებთან” – “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებთან” შეარიგოს.
“საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება წარსულს უბრალოდ სამართლიანად აფასებს. მათ ასეც თქვეს, რომ ისტორიული შერიგება გვსურსო. ხოლო რა სახით, რა ფორმით მოხდება ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გადასაწყვეტია. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, რაღაც სახის კონტაქტი გარდაუვალია.
თუ ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის… ჩვენ მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში მზად ვიქნებით დასახმარებლად.” – თქვა ლავროვმა.