საქსტატის ახალი მონაცემები: საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 314.9 ლარია
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 314.9 ლარს შეადგენს. ეს მონაცემი წინა წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, 8.6 ლარით არის შემცირებული. მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით კი საარსებო მინიმუმი ოქტომბერში 6.3 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, სექტემბრის თვეში სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით, საარსებო მინიმუმი ასე გამოიყურება:
- შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი — 187.7 ლარი;
- საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი — 166.3 ლარი;
- საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი — 314.9 ლარი;
- ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 166.3 ლარი;
- ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 266 ლარი;
- სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 299.3 ლარი;
- ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 332.5 ლარი;
- ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 374.1 ლარი;
- ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 442.3 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს.
მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.
საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.
● გახარია: ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს