საქართველოში კორონავირუსით მე-12 ადამიანი გარდაიცვალა
გარდაცვლილია 81 წლის ქალი.
14 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4246 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 372 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ქართულ-გერმანული კლინიკიდან 12 აპრილს გადაიყვანეს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, გარდაცვლილს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მისი გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა გახდა.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- თბილისი გაიხსნა, კიდევ რა ამუშავდა 11 მაისიდან. დეტალურად
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.