საქართველოში ინფიცირების სტატისტიკა იზრდება - 298 ახალი შემთხვევა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. კრიტიკულად 25 პაციენტი ითვლება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 5552
- გამოჯანმრთელებული – 2054
- გარდაცვლილი – 31
- კარანტინის რეჟიმში – 5637
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 800
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ბოლო სამი გარდაცვლილი პაციენტიდან ორი მკურნალობას აჭარაში გადიოდა. შეგახსენებთ, რომ კოვიდინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო აჭარაში შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კაფე-რესტორნების მუშაობა.