საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 კი გამოჯანმრთელდა.
20 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 898 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 256 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 752 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
- თელავის ბაზარი და კორონავირუსი. VIDEO
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
- პლასტელინის ადამიანები კარანტინიდან გამოდიან
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა. 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.