საქართველოში აივ ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შიდსის ცენტრში ამ დროისთვის 8299 აივ ინფიცირებული ადამიანია რეგისტრირებული. მათგან 6196 მამაკაცია, ხოლო 2103 – ქალი. აივ-ინფიცირებულთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. შიდსი 4340 პაციენტს განუვითარდა, 1690 გარდაიცვალა.
აივ მკურნალობას იტარებს 5200 ადამიანი, აქედან 586 აფხაზეთიდანაა. მათ შორის 38 ბავშვია, აქედან 8 აფხაზეთიდან.
● აივ-ინფიცირებულთა 37.3% (3093) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;
● 48.4 % (4019) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
● 11.9 % (991) – არიან მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
● 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
● 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია;
● 0.6 % (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია:
● თბილისში (3074 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი);
● სამეგრელოში – 1147
● იმერეთში – 998
● აჭარაში – 949
● აფხაზეთში – 525
● კახეთში – 408
● ქვემო ქართლში – 473
● შიდა ქართლში 304
● გურიაში 175
● სამცხე-ჯავახეთში 112
2020 წელს გარდაიცვალა 55 აივ ინფიცირებული. გარდაცვლილთაგან 45 მამაკაცია და 10 ქალი.
სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 ბიჭია, ხოლო 46 – გოგონა. მათგან 27 გარდაიცვალა. 3 კი ქვეყნიდან გავიდა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ ტესტირება უფასოა.