საქართველოს ყველაზე მსხვილი საიმპორტო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან
2021 წლის იანვარ-მარტში, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილები იყო, ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მთლიანობაში, მანქანების იმპორტისგან, ქვეყანამ 168.5 მლნ აშშ დოლარი მიიღო.
საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.
„2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (343.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (220.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (182.8 მლნ. აშშ დოლარი)“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 145.8 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 141.9 მლნ. აშშ დოლარით.
____________________________________
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
● იანვარ-თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 8.3 პროცენტით შემცირდა
● საქართველოში 307 ათას ადამიანს ლომბარდის ვალი აქვს