საქართველო: მაისში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ინფლაციის დონემ ქვეყანაში 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. შესაბამისად, მაისში ზეთი 42%-ით, შაქარი 13%-ით, ტრანსპორტი 17.4%-ით, ჯანდაცვა კი 13.4%-ით გაძვირდა.
2021 წლის მაისში წინა თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციის დონე 0.7 პროცენტი იყო, ხოლო წლიური ინფლაციის – 7.7 პროცენტი.
ინფლაციის დონის ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სურსათისა და მომსახურების ფასებზე.
ფასები მომატებულია სურსათის შემდეგ ქვეჯგუფებში:
- ზეთი და ცხიმი – 42.7%
- შაქარი, ჯემი და ტკბილეული – 13.7%
- რძე, ყველი და კვერცხი – 8.0%
- ყავა, ჩაი და კაკაო – 8.0%
- თევზეული – 7.6%
- უალკოჰოლო სასმელები – 7.2%
- ხორცი – 6.0%
- პური – 5.8%

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ფასებმა მოიმატა 6.6 პროცენტით:
- ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 8.4%
- წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 4.5%
- საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 3.2%
ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 17.4%-ით:
● პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია – 26.7%;
● სატრანსპორტო მომსახურება – 1.6%;
● -3.2%-ით შემცირდა ფასები სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე.
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 13.4 პროცენტით:
● ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და
მოწყობილობაზე – 19.5%;
● ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებაზე – 11.9%;
● საავადმყოფოების მომსახურებაზე – 4.4%.
_________________________________
● წინასწარი მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა აპრილში 44,8 პროცენტით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
________________________________
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დათვალა, რამდენით შემცირდა პანდემიის დროს საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.
2020 წელს ვარდნა უფრო მეტია, ვიდრე 2008 წელს იყო – მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და აგვისტოს ომის ფონზე. ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
საქსტატის მონაცემებით, ყველაზე რთული თვე საქართველოს ეკონომიკისთვის დეკემბერი აღმოჩნდა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ქვეყანა სრულად იყო ჩაკეტილი.
1994 წლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდებოდა, გამონაკლისი მხოლოდ 2009 წელი იყო, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის გამო ეკონომიკა 3.65 პროცენტით შემცირდა. შედარებისთვის, 2014-2019 წლებში საქართველო საშუალოდ 4,17 პროცენტით იზრდებოდა,