საქართველო: კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა. 12 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 12 ადამიანი გარდაიცვალა. დღე-ღამის განმავლობაში 2906-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი.
სულ დადასტურებულია 37 263 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 285
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 17 142
გამოჯანმრთელებული – 19 810
რეგიონების მიხდვით შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
- თბილისში – 683;
- აჭარაში – 381;
- იმერეთში – 313;
- ქვემო ქართლში – 117;
- შიდა ქართლში – 59;
- გურიაში – 18;
- სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 60;
- კახეთში – 19;
- მცხეთა-მთიანეთში – 1;
- სამცხე-ჯავახეთში – 34;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.