"სამართლიანმა არჩევნებმა" პარალელური დათვლის შედეგები ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვალა
“სამართლიანმა არჩევნებმა” პარალელური დათვლის (PVT) შედეგები შეცვალა და შიდა აუდიტის მონაცემები გამოაქვეყნა. ახლა მმართველ “ქართულ ოცნებას” 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მათი პროცენტული მაჩვენებელი 45,8%-ს შეადგენდა.
ISFED-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.
მათი თქმით, აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
სამართლიანი არჩევნები საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას წარმოადგენს რომლის ცდომილება 0.7%-ია:
- ქართული ოცნება – 47.6%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 27.4%
- ევროპული საქართველო – 3.8%
- პატრიოტთა ალიანსი – 3.2%
- ლელო – 3.2%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 3.1%
- გირჩი – 3.0%
- მოქალაქეები – 1.3%
- ლეიბორისტული პარტია – 1.0%
- ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 0.9%
სამართლიანი არჩევნების 1-ელ ნოემბერს გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 45.8% მიიღო, “ენმ-ძალა ერთობაშიამ” – 26.4%, “ევროპულმა საქართველომ – 3.7%”.
________________________
● TI: კანონები და გადაწყვეტილებები, რომელთაც ახალი პარლამენტი ვერ მიიღებს
● განხეთქილება ოპოზიციაში: ვინ იქნება პირველი, ვინც პარლამენტში შევა
● სამი ქართველი ექსპერტი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე
_________________________
ISFED-ის მიერ შეცვლილმა მონაცემებმა მყისიერი რეაქცია გამოიწვია პოლიტიკოსებში.
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ოცნებამ უკანონო მიყურადებით იცოდა ეს შედეგები და მახეს უგებდა ოპოზიციას.
“ბატონმა კობახიძემ საჯაროდ ბრძანა, რომ მოდი ჩავუჯდეთ სამართლიანი არჩევნებს და თუ იქ დადასტურდა, რომ ემთხვევა შედეგი, მაშინ თქვენ აღიარეთ არჩევნები, თუ არ დადასტურდა, მაშინ ჩავატარებთ ახალ არჩევნებსო”, – ამბობს გიგა ბოკერია.