რუსეთი საქართველოსთან სახმელეთო გზაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს
რუსეთი საქართველოსთან შეზღუდვებს აუქმებს
რუსეთი საქართველოსთან და ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან სახმელეთო გზით გადაადგილებაზე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს. ამის შესახებ სპეციალურ განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.
განკარგულების მიხედვით, საავტომობილო გზებზე არსებულ გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსთან დაკავშირებით 2020 წელს დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.
ცვლილებები ძალაში 2020 წლის 27 მარტს შევიდა, რომლის მიხედვითაც ავტომობილით, რკინიგზით, ფეხით და მდინარით გადაადგილებაზე რუსეთის საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
ცოტა ხნის წინ ამგვარი შეზღუდვები რუსეთმა დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ასევე მონღოლეთთან, ყაზახეთთან და ჩინეთთანაც გააუქმა.