თერჯოლაში კაცმა ყოფილი ცოლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა
ქმარმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა
შემთხვევა თერჯოლაში, მარკეტში მომხდა 24 ნოემბერს, საღამოს. მაღაზიის მენეჯერთან მივიდა მისი ყოფილი ქმარი, ბენზინით სავსე ბოთლი გადაასხა და ცეცხლმოკიდებულ ოთახში გამოკეტა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს თავად მამაკაციც დაშავდა, თუმცა მან გარეთ გამოსვლა მოასწრო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109 მუხლით არის დაწყებული, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა ექსპერტიზები.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცს წარსულში უძალადია ყოფილ ცოლზე, რის გამოც შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
_____________
თერჯოლაში მომხდარი მკვლელობა 25 ნოემბრამდე ერთი დღით ადრე მოხდა – ამ დღეს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
საქართველოში ქალთა მოძრაობა ამ დღეს მარშით აღნიშნავს. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება გაუპატიურებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილება.
ქალთა მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობა და ფემიციდი გადაუჭრელ პრობლემად რჩება საქართველოში.
მხოლოდ 2022 წლის პირველ ათ თვეში ქმარმა, ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა, 17 ქალი მოკლა.
2014 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, საქართველოში 190-მდე ქალია მოკლული.
_____________________________________________________________________________
● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები
● “ქალთა მოძრაობა” გაუპატიურების მუხლში შესწორებას ითხოვს
● რისთვის იბრძვიან ქალები? ყველაზე მარტივი კითხვები ფემინიზმზ
● ფემინიზმი აზერბაიჯანში: როგორ იბრძვიან ქალები
_____________________________________________________________________________