ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობა გამართა
თბილისში, სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიამრთა. ყრილობაში ენმ-ის ლიდერებიდან ის წევრები მონაწილეობენ, რომლებიც პარტიაში დაპირისპირების შედეგად მიხეილ სააკაშვილთან ერთად დარჩნენ.
ყრილობაზე დელეგატებმა პოლიტსაბჭოს 61 წევრი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია და მოადგილეებად ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე დაამტკიცეს.
დღევანდელ ყრილოაბზე შეკრებილ დელეგატებს სკაიპის მეშვეობით სიტყვით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ჩაუყარა საფუძველი ტრადიციას და ხელისუფლება გადააბარა მშვიდობიანად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე“.
ერთიანი ანციონალური მოძრაობის ყრილობაში 6870-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა.