ოფიციალური თბილისი : ევროკავშირი არასდროს აპირებდა საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის გახსნას
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებამ ქართულ და განსაკუთრებით რუსულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გამოცემა Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:
კურცის განამრტებით, აღნიშნულ ცენტრებში ის პირები მოთავსდებიან, რომლებიც ევროკავშირის საზღვარს არალეგალურად გადაკვეთენ.
ადგილობრივ და რუსულ მედიაში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრების მშენებლობა უკვე გადაწყვეტილი იყო.
გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს საქართველოში ოფიციალურმა პირებმა.
„აღნიშნული საკითხი ქართულ მხარესთან არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე არ განხილულა“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა ავსტრიაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა
შექმნილ აჟიოტაჟს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან კურცი საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით 2017 წლის 3 თებერვალს იმყოფებოდა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი არ განხილულა და, შესაბამისად, უწყებისთვის უცნობია, რას უკავშირდება მინისტრ კურცის ეს მოსაზრება.