მატროსოვის ციხე გაუქმდა
ე. წ. მატროსოვის ციხე, სადაც სასჯელს პოლიტიკოსები და ყოფილი საჯარო მოხელეები იხდიდნენ, გაუქმდა. მატროსოვის ციხეში მყოფი ყველა პატიმარი, მათ შორის თბილისის ყოფილი მერი, “ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა და პოლიტიკური პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი, გუშინ რუსთავის N12 ციხეში გადაიყვანეს.
“პოლიტიკოსებისა თუ მაღალჩინოსნებისთვის ცალკე დაწესებულება აღარ იარსებებს. ყველა ყოფილი საჯარო მოხელე განთავსდება N12 დაწესებულებაში,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი 2020 წლის 1-ელი მაისისთვის დასრულდება.