კორონავირუსით სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი დაინფიცირდა ბოლნისში
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
29 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 746 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 576 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
covid-19-ის 2 ახალი შემთხვევა ბოლნისში გამოვლინდა. ინფიცირებულთაგან ერთი სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია. covid-19-ის 6 ახალი შემთხვევა კი საკარანტინე სივრცეებში დაფიქსირდა. კორონავირუსით ახლად ინფიცირებულთაგან ერთი 16 წლის მოზარდია.
ბოლნისში covid-19-ის სულ 165 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დღეიდან კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება.
- ინფიცირებული კოღოები და ამერიკული თვითმფრინავი – მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირებას ითხოვს. რას პასუხობს თბილისი
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
მუშევანში ცხრა ჯგუფი იმუშავებს. მათ შორის შვიდი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, ორი კი ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრიდან.
ტესტირება 500-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდება.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.