კორონავირუსით მე-16 ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში
covid-19-ით საქართველოში მე-16 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია.
ის კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მცხეთის სამედიცინო ცენტრში 16 ივლისს შეიყვანეს. მანამდე მას თბილისში მკურნალობდნენ.
როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, გარდაცვლილს covid-19-თან ერთად თირკლმლის ქრონიკული უკმარისობაც ჰქონდა.
- საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის. ოღონდ ფრენები არ არის
- “გამარჯობა, თქვენ დაწერეთ სტატუსი კორონავირუსზე?”- სუს-ი ფეისბუკ-პოსტების გამო პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს იბარებს
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1039-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.
დღემდე უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. აქედან 38 ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი ჯარისკაცია.