კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 721-მდე გაიზარდა საქართველოში
ბოლო 24 საათში საქართველოში covid-19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
21 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 721 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 485 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 2 ტრაილერის მძღოლია. ერთ-ერთი მათგანი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა.
covid-19-ის ბოლო ახალი შემთხვევები ისევ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტასა და მუშევანში გამოვლინდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით რეინფიცირების უკვე სამი შემთხვევა დაფიქსირდა. მესამე პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს. მას ვირუსი იზოლაციაში ყოფნის პერიოდში, განმეორებითი ტესტირებისას დაუდასტურდა.
- მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა – ვინ რა დახმარებას მიიღებს
- როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სოფლის მეურნეობის გადარჩენას
- 1 ივლისს საქართველოში ტურიზმი თავიდან იწყება? საუბარი მაია სიდამონიძესთან
- “კამერა გამოვრთე, ვითომ ინტერნეტმა გაჭედა” – ბავშვები ჰყვებიან, როგორ სწავლობენ და ცელქობენ ონლაინ-გაკვეთილებზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შესაძლოა, ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი იმ შემთხვევაშიც აჩვენოს, როცა ორგანიზმში მკვდარი ვირუსის ნარჩენები ისევ არის და ასეთ შემთხვევაში დაავადების გადადების და ინფექციის გავრცელების რისკი აღარ არის.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი