კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა საქართველოში
ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
20 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 93 გამოჯანმრთელდა და 4 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება ბოლნისის რაიონში. ბოლნისში covid-19-ის დადასტურებული შემთხვევები 54-მდე გაიზარდა.
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო უკვე რამდენიმე დღეა ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებაში გამკაცრებული ზომები მოქმედებს.
დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი ქალაქის შესასვლელთან, სოფელ რაჭისუბანთან, დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებში. ამ დასახლებებში შესვლა მკაცრად შეზღუდულია. მანამდე კი სოფელი სავანეთი და ქვემო ბოლნისი ჩაიკეტა.
- კორონავირუსი და ბოლო ჟამის ეკლესია. საუბარი გია ნოდიასთან და ბექა მინდიაშვილთან
- საქართველო პიკს უახლოვდება. მზად არის თუ არა ქვეყანა
- პატრიარქი: სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა. კორონავირუსის პამდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, მარნეულში, ბოლნისში, ლენტეხში და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში კარანტინი გამოცხადდა. 17 აპრილიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება აიკრძალა.