კორონავირუსით 45 წლის ქალი გარდაიცვალა საქართველოში
45 წლის ქალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 29 მარტს შეიყვანეს. მანამდე ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
8 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4723 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 288 გამოჯანმრთელდა და 10 გარდაიცვალა.
45 წლის ქალს covid-19-თან და ფილტვების ორმხრივ პნევმონიასთან ერთად ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები: მაღალი წნევა და სიმსუქნე.
კრიტიკული მდგომარეობის გამო ის რეანიმაციაში იმყოფებოდა.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
- კორონავირუსის პირველი სამი დადასტურებული შემთხვევა სამხრეთ ოსეთში
- პანდემია – შანსი მმართველი პარტიისთვის? საუბარი თორნიკე შარაშენიძესთან და კორნელი კაკაჩიასთან
როგორც გორის ჰოსპიტალში აცხადებენ, მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით. თუმცა, ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა გართულების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეს covid-19-ით გარდაცვალების მე-10 შემთხვევაა საქართველოში.