კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა საქართველოში, სულ - 822
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 4 კი გამოჯანმრთელდა.
10 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 822 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 279 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 690 გამოჯანმრთელდა და 13 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით ახლად ინფიცირებულთაგან ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ერთი – საბურთალოს კლასტერის კონტაქტია, 2 ინფიცირებული კი საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოვიდა.
- ეკლესია, რომელმაც ტრანსგენდერი ადამიანები შეიფარა. ვიდეო
- საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები არა აქვთ – UNICEF
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმის განახლებას გეგმავს, 1 ივლისიდან კი საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას.