კორონავირუსი საქართველოში: 1731 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს. 15 პაციენტიდან, 4 თბილისში დაიღუპა.
სულ დადასტურებულია 33858 შემთხვევა
აქედან:
გარდაცვლილი – 253
აქტიური შემთხვევა (ანუ ახლა არიან ავად) – 18776
გამოჯანმრთელებული – 14829
ვირუსის გავრცელების გეოგრაფია:
თბილისი – 636
აჭარა – 333
იმერეთი – 320
ქვემო ქართლი – 121
შიდა ქართლი – 76
გურია- 18
სამეგრელოა და ზემო სვანეთი – 119
კახეთი – 45
მცხეთა-მთიანეთი – 9
სამცხე-ჯავახეთი – 39
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15
საკოორდინაციო საბჭოს კომენტარები/გადაწყვეტილებები:
● საარჩევნო უბანზე მისვლა არის სრულიად უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
“წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ და ეპიდემიოლოგებმა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულიად გარანტირებული. ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ასევე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.”
● ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შესაძლოა, კოვიდინფიცირებული პაციენტები არა მხოლოდ კოვიდსაავადმყოფოებმა, არამედ სხვა კლინიკებმაც მიიღონ. მისი თქმით, ამის შესაძლებლობას მათ კანონი აძლევთ.
● დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდსასტუმროებში მყოფმა ექიმების ჯგუფმა უნდა შეაფასოს თრომბოემბოლიასთან დაკავშირებით პაციენტის რისკი და თუ საჭირო იქნება, D-დიმერის ანალიზი ჩატარდეს.