17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინის წესები იცვლება. რა არის ახალი
კარანტინის წესები საქართველოში
ომიკრონის შტამის გავრცელების შემდეგ, 17 იანვრიდან საქართველოში კოვიდ-იზოლაციისა და კარანტინის წესები იცვლება:
კოვიდ-ინფიცირებულებისთვის:
● თუ დაავადება მიდის სიმპტომების გარეშე ან მსუბუქად, იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე (ადრე იყო 14 დღე). იზოლაციიდან გასვლის შემდეგ რეკომენდებულია ხუთი დღის განმავლობაში მუდმივად პირბადის ტარება;
● თუ დაავადება მიდის მძიმედ, მაშინ პაციენტი ვალდებულია იზოლაციაში დარჩეს მინიმუმ 10 დღე. იზოლაცია შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდეს, თუკი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუმჯობესება არ მოხდა და/ან ბოლო 24 საათის განმავლობაში პაციენტს კვლავ ჰქონდა სიცხე.
● ამ შემთხვევაშიც რეკომენდაციაა, რომ იზოლაციის დასრულების შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში მოქალაქე ატარებდეს პირბადეს მუდმივად და ყველა წესის დაცვით.
კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთათვის:
● კარანტინი საერთოდ არ არის საჭირო, თუკი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი ორი დოზით არის აცრილი და მეორე დოზიდან 14 დღე გასულია, მაგრამ არ არის გასული 90 დღეზე მეტი.
● ასევე, კარანტინი არ სჭირდება ორი დოზით აცრილს, რომელსაც შემდეგ ბუსტერიც აქვს გაკეთებული
● ასევე, კოვიდგადატანილ ადამიანს ვირუსის დადასტურებიდან 60 დღის განმავლობაში.
● ყველა ზემოთჩამოთვლილს აქვს ვალდებულება კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 10 დღის განმავლობაში მუდმივად, ყველა წესის დაცვით ატაროს პირბადე.
● რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს – მათთვის კარანტინი რჩება კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში. შემდეგ კიდებ ოთხი დღე მათ მუდმივად უნდა გამოიყენონ პირბადე.
● რა საერთო აქვთ ქართველ, სომეხ და უკრაინელ ანტივაქსერებს
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● 1 დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე სტატუსი” ამოქმედდა. რა იცვლება – დეტალური გიდი
“ომიკრონის” შტამი საქართველოში თანდათან დომინანტი ხდება და ინფიცირების მაჩვენებელიც კატასტროფულად მატულობს. ახალი შტამი რომელიც 2021 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, უკვე 20 დეკემბერს საქართველოში იყო. ეს შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომები აქვს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში იწყება ინფიცირების აღმავალი ტალღა, რომლის გამომწვევი ომიკრონი იქნება.