ჯემნიუსი ევროკავშირის პრიზის გამარჯვებულია
ჯემნიუსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ერთერთი გამარჯვებულია 2022 წელს. ნინო ნარიმანიშვილის სტატიამ “მექსიკის გავლით ამერიკაში” პრიზი ნომინაციაში საუკეთესო სტატია ბეჭდურ, ან ელექტრონულ მედიაში მიიღო. სტატია ქართველი მიგრანტების ისტორიებს გაგაცნობთ, რომლებიც სოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გზას გადიან, რომ მექსიკის გავლით ამერიკაში მოხვდნენ.
ევროკავშირის პრიზის ფინალისტებს შორის ჯემნიუსიდან ასევე იყო ვიკა ბუკია ვიდეოპროექტით “უხილავები. როგორ ცხოვრობენ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები”. ეს პროექტი წარდგენილი იყო ნომინაციაში საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში. ამ კატეგორიაში გამარჯვებული გახდა ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროების სიუჟეტი “მანუშაკი — ქართულის მასწავლებელი”, ავტორი – ანი არველაძე.
ევროკავშირის პრიზები ასევე გაიცა შემდეგ კატეგორიებში:
- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – ნინო რამიშვილი – სტუდია მონიტორი;
- საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში – ბესიკ პაპასქუა, ინდიგო;
- საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში – ქრისტინე გოგალაძე, ინდიგო;
- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში – ლელა კუნჭულია, რადიო თავისუფლება;
- საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში – თორნიკე მეტრეველი, ინდიგო;
- ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – დინა ოგანოვა, პროექტი 64;
ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. მას შემდეგ პრიზი ევროკავშირის პრიზები ყოველწლიურად გაიცემა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზი ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022-ის ფინალისტები და გამარჯვებულები