ევროკავშირის წარმომადგენლობა: მედიის დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან თავისუფალი პრესა ძლიერ დემოკრატიას ნიშნავს
ევროკავშირის წარმომადგენლობა მედიაზე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძლიერი დემოკრატიისთვის მედიის თავისუფლების დაცვა ყველას მოვალეობაა.
“პრესის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მედია და ჟურნალისტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ: ამოწმებენ და ავრცელებენ ფაქტებს, ქმნიან სივრცეებს დებატებისთვის და მათთვის, ვისაც სჭირდება, რომ მისი ხმა გაიგონ.
მედიის თავისუფლების დაცვა ყველას საზრუნავია, რადგან თავისუფალი და პლურალისტური პრესა ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას; ინფორმაციაზე წვდომა აუცილებელი პირობაა სრულფასოვანი დემოკრატიისთვის; პრესის თავისუფლება ნიშნავს, რომ მედია ფარდას ხდის უსამართლობას, უზრუნველყოფს ძალოვნების პასუხისმგებლობას და ებრძვის კორუფციას; სამართლებრივი მუქარა და შეურაცხმყოფელი საქმეები მედიის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას”. – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
🧵1/4
— EU Delegation Georgia 🇪🇺 (@EUinGeorgia) May 3, 2023
Today, we mark #worldpressfreedomday for the 30th time, with @UNESCO’s theme for #WPFD2023 “Shaping a Future of Rights: Freedom of expression as a driver for all other human rights.”#Freespeech #journosafe #journalismnotacrime
More⬇️ pic.twitter.com/e0CA0QPTDl
● ევროკავშირის ელჩი: მაქვს ინფორმაცია, რომ მედია ზეწოლის ქვეშაა
● სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები და მედიის თავისუფლება
● რატომ დააპატიმრეს ნიკა გვარამია. მოკლედ საქმის არსი და შეფასებები
პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მედიის ადვოკატირების კოალიციაც. მათი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა – 2023 წელს კი საქართველოს პატიმარი მედია მენეჯერი პირველად ჰყავს.
“3 მაისს თავისუფალი სამყარო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კოალიცია ულოცავს ამ დღეს ყველა ჟურნალისტს და მედიაში დასაქმებულ ადამიანს, რომელიც, ხშირად, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად ეწევა პროფესიულ საქმიანობას.
უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში მედიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები, უკანონო თვალთვალი, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები არის მხოლოდ ნაწილი იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დგას კრიტიკული მედია.
წელს, პირველად, საქართველოს ყავს პატიმარი მედია მენეჯერი, რომლის საქმეც გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და ტელეკომპანია მთავარის დირექტორი ნიკა გვარამია შეყვანილია პროფესიული საქმიანობისთვის დაპატიმრებული ჟურნალისტების სიაში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას გააცნობიეროს თავისი ვალდებულება და უზრუნველყოს მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო და დაიცვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში.” – წერია განცხადებაში.