Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეს ზრდის, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, 23 ივნისიდან, ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ყოველდღიურ ოპერირებაზე გადავა, ხოლო 20 ივლისის შემდეგ, დღეში ორ ფრენას შეასრულებს.
“ეს ნიშნავს, რომ ბაქოდან, აზერბაიჯანიდან ჩვენ ტრადიციულად ვუმასპინძლებთ ჩვენს მეგობრებს, მათ ასევე ველოდებით სახმელეთო საზღვრებითაც“, – აღნიშნა თურნავამ.
ავიაკომპანია Buta Airways-ი აზერბაიჯანული ავიაკომპანია AZAL-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა.
“სულ უფრო იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან საქართველოში ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.
მისივე განმარტებით, საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის ბაზარზე ყოველ კვირას ფრენების სიხშირე და ქვეყნების გეოგრაფია იზრდება, ისევე როგორც ავიაკომპანიების რაოდენობა. უახლოეს მომავალში ევროპაში კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings- ი საქართველოში ფრენას დაიწყებს.
_____________________________________________________________
● ზაფხული ახლოვდება. ჩამოვლენ თუ არა ტურისტები საქართველოში?
● საქართველო: რა ბედი ელის ტურიზმს?
● ლარსი. ვიწრო გზა საქართველოდან რუსეთისკენ
● გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
● თებერვლიდან საქართველოში შემოსვლა ახალი, გამარტივებული წესებით მოხდება
_______________________________________________________________
მეორე წელია, ქვეყანაში, რომელიც ძირითადად ტურიზმით ცხოვრობს, პანდემიის გამო ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია. მთავარი კითხვაა – ჩამოვლენ თუ არა ტურისტები წელს საქართველოში?
ჩავარდა ბოლო ზამთრის სეზონიც, რადგან მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა კურორტი დახურული იყო.
საქართველო ამჟამად კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღას გადის. აპრილიდან ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და დღეში ორი ათასამდე შემთხვევაა, ყოველდღიურად 30-მდე ადამიანი იღუპება, ვაქცინაციის ტემპი კი ძალიან დაბალია.
ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი – საღამოს 23:00 საათიდან დილის 4:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც მანქანით, ისე ფეხით.
რესტორატორების ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ, კაფე-რესტორნებს შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მხოლოდ გარე სივრცეებში მისცეს.