აზერბაიჯანში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა
გამოვლინდა 17 ახალი შემთხვევა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 182-ს მიაღწია
აზერბაიჯანში, კორონავირუსით რიგით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა
გამოვლინდა ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა.
დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 182-ს მიაღწია.
15 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
საავადმყოფოში 163 ადამიანი იმყოფება.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის გამოსავლენად 25 ათასი ტესტი ჩატარდა.
მეოთხე გარდაცვლილს, 69 წლის მოქალაქეს, ორმხრივი პნევმონია, დიაბეტი და გულის დაავადება აწუხებდა – იუწყება APA.