"ტვ პირველის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მის მამას არხის სარედაქციო პოლიტიკის გამო დაემუქრნენ
დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, “ტვ პირველის” მფლობელის და დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ მას ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის გამო დაემუქრნენ.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ორი უცნობი, სპორტული აღნაგობის მამაკაცი მასთან მაშინ მივიდა, როდესაც იგი ლისი ტბაზე ვარჯიშობდა.
მამაჩემს ორი სპორტული აღნაგობის ზონდერი დახვდა და თუ არ გაჩერდები მოგკლავთო შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia დროზე !!!!!!!!!!!
Posted by Vato Tsereteli on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020
“თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო… რაც იმათმა წარმოთქვეს, იმას ხო არ ვიტყვი,” – იხსენებს წერეთელი მუქარას.
ტელეკომპანია “ტვ პირველის” დირექტორი ვახტანგ წერეთელი მიიჩნევს, რომ ამ მუქარის უკან მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” დგას.
“ჯერ იყო და სასამართლოდან პირდაპირ გულის შეტევით მოახვედრა “ქართულმა ოცნებამ” საავადმყოფოში და ღმერთის წყალობით გადარჩა. დღეს უკვე პირდაპირ ემუქრებიან. ვაფრთხილებ პირდაპირ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას. არაფერი არ გამოუვათ”, – აცხადებს ვატო წერეთელი.
ფეისბუკზე ვატო წერეთელი წერს, რომ პოლიციას მომხდართან დაკავშირებით არც გარე პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოუღია და არც მოწმეები არ დაუკითხავს.
პოლიციიდან დამიკავშირდნენ ნუცუბიძის განყოფილებაში მოდიო, რო ვკითხე არ მოდიხართ ან კამერები რო ამოიღოთ ან ვინმე დაკითხოთ…
Posted by Vato Tsereteli on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020
________________________________________________
ტელეკომპანია პირველის მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამა, 70 წლის ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თიბისის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია და ბოლო თვეებია მუდმივად იბარებენ პროკურატურაში.
საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, თიბისი ბანკის 12 წლის წინანდელ ტრანზაქციას. ამ საქმეს ოფიციალური მომჩივანი და დაზარალებული არ ჰყავს.