აშშ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს
იმისათვის, რომ საქართველოს კერძო სექტორს კორონავირუსის პანდემიის შემდგომ აღდგენაში დაეხმარონ, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს. კერძოდ – აშშ-ს მთავრობა უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო კომპანია OCO Global-ს დააფინანსებს.
________________________
● NATO-საქართველოს შორის განახლებული პაკეტი შეთანხმდა
________________________
ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩოს Facebook-გვერდი ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, აშშ გამოავლენს და ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში.
“აშშ-ს მთავრობა აღნიშნულ დაფინანსებას USAID-ის მეშვეობით გამოყოფს და საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სააგენტოსთან “აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობს”, – წერია განცხადებაში.
![](https://jam-news.net/app/uploads/2020/12/Screen-Shot-2020-12-07-at-23.07.43-946x1024.png)