(“მარტივი მომსახურება”) – აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ნამდვილი საშველია. ეს არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მომსახურების ცენტრების ქსელი, სადაც საბუთებთან დაკავშირებული უამრავი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება – პასპორტის აღება, ქორწინების რეგისტრაცია, მართვის მოწმობის გამოცვლა თუ ყიდვა-გაყიდვის აქტის გაფორმება.
ცნობებისა და ფოტოებისთვის აქეთ-იქით სირბილი აღარ მოგიწევთ. აქ ყველაფერი შეგიძლიათ მოაგვაროთ – პასპორტისთვის საჭირო სისხლის ანალიზიც კი აიღოთ. ASAN-ის ცენტრი 2012 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მისი ფილიალების რაოდენობა განუხრელად იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი აზერბაიჯანში საყოველთაო მოწონებასა და აღფრთოვანებას იმსახურებს.
ამ ორგანიზაციის ახალი ინიციატივა ფინანსური პრობლემების მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის საქველმოქმედო აქციის მოწყობას გულისხმობს. პროექტის სპეციალურ ვებგვერდზე asanmektub.az ბავშვების წერილებია განთავსებული, სადაც ისინი იმ საჩუქრებზე წერენ, რომლებზეც ოცნებობენ. თუკი ბავშვის ოცნების შესრულება გსურთ, უნდა შეავსოთ ანკეტა, სადაც საკონტაქტო ინფორმაცია უნდა მიუთითოთ. ამის შემდეგ ASAN-ის მოხალისეები დაგიკავშირდებიან, მიიღებენ თქვენთვის განკუთვნილ საჩუქრებს და სასურველ მისამართზე მოგიტანენ. მას, ვინაც საჩუქარი უყიდა ბავშვს, ფოტოს უგზავნიან იმის დასამტკიცებლად, რომ საჩუქარი ადრესატამდე მივიდა. კეთილი უცნობებისგან უკვე ორასმა ბავშვმა მიიღო საჩუქრები. რაზე ოცნებობენ პრობლემურ და გაჭირვებულ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები?
ტარლანი, დაბადების თარიღი 2002 წელი: “ველოსიპედი მინდა. ადრე მქონდა ველოსიოედი, ახლა კი აღარ მაქვს.”
უფროსი ასაკის ბავშვებს შორის ყველაზე სასურველი ნივთი mp5 პლეიერია. ამ მხრივ მეორე ადგილს ვიდეოთამაშების კონსოლი “ფლეისთეიშენი” იკავებს. რვა წლის ელმარი თავისი ზომის სამხედრო ფორმას, სათამაშო ავტომატსა და ნოუთბუქს ითხოვს. მზრუნველ გოგონა ლამიას კი, გარდა იმისა, რომ თავისთვის mp5 პლეიერს უნდა, ჯგუფელებისთვისაც სურს საჩუქრები. რვა წლის ილჰამს საჩუქრად უნდა – ბურთი, ველოსიპედი, დინამიკები, ყურანი და პლეიერი. 16 წლის თეიმურს მოკრძალებელი სურვილები აქვს – ფეხსაცმელს, ველოსიპედს და ჯინსის შარვალს ითხოვს, სათანადო ქამრით.
აიშენი 6 წლის
ექვსი წლის აიშენს ზღაპრების წიგნი, სახატავი ალბომი, კალამი, რვეული, საათი და კაბა უნდა, რომ ჰქონდეს. წარწერა მის წერილზე – “ვალდებულება მიღებულია” – იმის აღმნიშვნელია, რომ ვიღაცამ მისი ოცნების ასრულება ითავა.