როგორც ყოფილი ელჩი საკუთარ „ტვიტერზე“ წერს, მაიკ პომპეო მხოლოდ მთავრობას ხვდება, რაც შეცდომაა.
“პომპეო საქართველოშია, რომელიც კიდევ ერთი ქვეყანაა, სადაც არჩევნების შედეგები სადავოა, ის მხოლოდ მთავრობას ხვდება, ეს შეცდომაა”, – წერს კელი “ტვიტერზე”.
მაიკ პომპეო 13-23 ნოემბერს სულ შვიდ ქვეყანას ესტუმრება. საქართველოც მათ შორისაა. თბილისში იგი საფრანგეთისა და თურქეთის შემდეგ ჩამოვა.
აშშ-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში საკმაოდ დაძაბულ ვითარებას ემთხვევა – 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციები არ წყდება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, არ ცნობს შედეგებს და უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.ხელისუფლება არ აპირებს დათმობაზე წასვლას. პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლა, დაძაბულობა მატულობს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ სახელმწიფო მდივანი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს “რათა გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მოუწოდოს დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისკენ”.
ოპოზიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს:
1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;
2.გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და საარჩევნო კომისიები სამართლიანი წესით დაკომპლექტდეს;