ალიევმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩად ფაიგ გულიევი დანიშნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ფაიგ გულიევი დანიშნა.
შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი დღეს, 17 აგვისტოს მოაწერა.
მანამდე ილჰამ ალიევმა საქართველოში ელჩის თანამდებობიდან დურსუნ აივაზ ოღლუ ჰასანოვი გაიწვია.
ფაიგ გულიევი აქამდე აზერბაიჯანის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
დურსუნ ჰასანოვი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩად 2016 წლის დეკემბერში დაინიშნა. მანამდე ის საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
პრეზიდენტ ალიევის ბრძანებაში ელჩის გაწვევისა და ახალი ელჩის დანიშვნის მიზეზი დასახელებული არ არის.
გარდა ამისა, აზერბაიჯანმა ოფიციალურად დაითხოვა თანამდებობიდან ელჩი სერბეთში, ელდარ ჰასანოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ქრთამის აღებისა და დიდი რაოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.