ახრა ავიძბას დონბასიდან არ უშვებენ. რას ერჩიან ე.წ. საველე მეთაურს?
ახრა ავიძბას დონბასიდან გასვლის უფლება არ მისცეს
აღმოსავლეთ უკრაინიდან აფხაზეთში ცნობილ ე.წ. საველე მეთაურს, ახრა ავიძბას არ უშვებენ.
ვიდეომიმართვაში ავიძბა აღნიშნავს, რომ მისი არგამოშვება აბსურდულია – ის ლუჰანსკის მოქალაქეც კი არ არის.
„ჩვენ გულწრფელად მივესალმებით აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს“, – ამბობს «Пятнашки”-ს ლიდერი.
ახრა ავიძბა ცნობილი აფხაზი კანონიერი ქურდის, ალხაზ ავიძბას ახლო ნათესავია. ალხაზი 2019 წლის ნოემბერში, სოხუმში მოკლეს.
2014 წლიდან ახრა ავიძბა დონეცკშია და რუსების მხარეს იბრძვის. მან ასლან ბაჟანიას ხელისუფლებაში მოყვანაში დიდი როლი ითამაშა.
2021 წლის 4 მარტს ავიძბა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვის შემდეგ დააკავეს – საგამოძიებო სამსახურმა მას წინასწარი შეთანხმებით ადამიანთა ჯგუფთან ერთად იარაღის უკანონო შენახვაში დასდო ბრალი. ახრა ავიძბას ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. თუმცა, საბოლოოდ, სასამართლომ ავიძბას ორწლიანი პირობობითი სასჯელი გამოუტანა და ის დონბასში დაბრუნდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში, როცა ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებას პროტესტი მოჰყვა, ახრა ავიძბა იუთუბ არხზე ჩაერთო და ეს გააპროტესტა.
აფხაზეთის პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. შესაძლოა, ამიტომაც არ აძლევენ ახრა ავიძბას დონეცკიდან გასვლის უფლებას – მან ერთხელ უკვე დაამხო პრეზიდენტი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო