აფხაზეთში ომბუდსმენის აპარატის შენახვა აღარ სურთ
სახალხო დამცველის პოზიცია აფხაზეთში დახურვის საფრთხის წინაშეა
აფხაზეთის პარლამენტმა 30 სექტემბრის სხდომაზე ომბუდსმენის აპარატის ხარჯთაღრიცხვა არ დაამტკიცა. მთავარ მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ ასიდა შაკრილი 2020 წელს საქმიანობით არ გამოირჩეოდა.
ასევე, დეპუტატებმა არ მიიღეს მის მიერ 2022 წლისთვის მოთხოვნილი 5.5 მილიონი რუბლის (დაახლოებით 470 ათასი დოლარი) ოდენობის ბიუჯეტი, რომელიც ახლანდელზე ნახევარი მილიონი რუბლით (დაახლოებით 7 ათასი დოლარით) მეტია.

ომბუდსმენმა ეს გააპროტესტა.
„ეს ანგარიში პარლამენტს 2021 წლის 10 მარტს წარვუდგინე. იმ დღიდან ველოდი მოწვევას, რათა დეპუტატების წინაშე გამოვსულიყავი და 2020 წლის ანგარიში ჩამებარებინა“, – განუცხადა ასიდა შაკრილმა დეპუტატებს, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზი დატოვა.
- საიდან ჰყავს აფხაზეთის პრეზიდენტს 400-ათასდოლარიანი ავტომობილი?
- ვის სჯიან აფხაზეთში კორუფციის გამო. სკანდალური საქმის დეტალები
- „აფხაზეთის ნებისმიერ ლიდერს ორი პრობლემა აქვს: დახმარება უნდა ითხოვოს და ახსოვდეს, რომ ამისთვის გადახდა მოუწევს“
„სამწუხაროდ, ბიუჯეტის განხილვა არ შედგა და ის არ მიიღეს, თუმცა, დეპუტატებს არც ერთი შეკითხვა არ გასჩენიათ მის არც ერთ მუხლთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ ნახევარი წლის განმავლობაში დეპუტატებმა ვერ გამონახეს შესაძლებლობა განეხილათ გასული წლის ანგარიში, მეტყველებს არასათანადო ინტერესზე იმ პრობლემებისადმი, რომელიც მასშია ასახული“, – აცხადებს ომბუდსმენი.
„ჩემი მუშაობის სამი წლის განმავლობაში, პარლამენტს არ განუხილავს ომბუდსმენის მიერ მისი მისამართით გაცემული არც ერთი რეკომენდაცია“
„ეს რეკომენდაციები კი ეხება სახელმწიფო ორგანოების მიერ ადამიანების უფლებების დარღვევას. ბევრი დარღვევა დაკავშირებულია კანონმდებლობაში არსებულ პრობლემებსა და წინააღმდეგობებთან. მაგალითად, აუცილებელი ნორმის არარსებობის გამო შეუძლებელია პასუხისგებაში მიეცეს თანამდებობის პირი, რომელიც ისეთ მძიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, როგორიც ადამიანის წამებაა“, – განაცხადა ასიდა შაკრილმა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო