აფხაზეთის ექს-მინისტრმა დიჯეის დახმარებით მილიონობით რუბლი მიითვისა
კორუფცია აფხაზეთში
კულტურის სამინისტროს ქონების განსაკუთრებით დიდი მასშტაბით ქურდობა, მითვისება და გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით – ასეთი ბრალი წაუყენეს აფხაზეთის კულტურის ყოფილ მინისტრს გუდისე აგრბას.
სისხლის სამართლის საქმის მასალებში ფიგურირებს მისი თანამზრახველი, ცნობილი დიჯეი ნადირ ჯინალიც.
გენერალური პროკურატურის ცნობით, 2021 წლის აპრილში აგრბამ დიჯეი ჯინალს, სამინისტროსთვის განათების აღჭურვილობის მისაწოდებლად, 8 მლნ რუბლზე [დაახლოებით $96,680] გაუფორმა ხელშეკრულება. მაშინ, როდესაც, აღჭურვილობის რეალური ღირებულება 3 მლნ, [დაახლოებით $36,20] იყო.
დიჯეი ჯინალმა „დამატებითი“ თანხა განაღდა და მინისტრ აგრბას გადასცა.
ერთი თვის შემდეგ, 2021 წლის მაისში, გუდისა აგრბამ კვლავ გააფორმა ხელშეკრულება ჯინალთან – ამჯერად ხმის აღჭურვილობის მიწოდებაზე.
სქემა იგივე იყო – გადაიხადეს 19,9 მლნ რუბლი [დაახლოებით $240,500], ნაცვლად რეალური ფასის – 6,334,350 რუბლისა [დაახლოებით $76,500].
- საიდან ჰყავს აფხაზეთის პრეზიდენტს 400-ათასდოლარიანი ავტომობილი?
- მოსაზრება: როგორი უნდა იყოს აფხაზეთის კონსტიტუცია
- აზერბაიჯანული ელიტის ფარული ქონება ჩეხეთში. რა გამოიძიეს ჩეხმა ჟურნალისტებმა
ყველა ეს გარიგება იმ პერიოდში გაფორმდა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო, ანტი ეპიდემიური ღონისძიებების ფარგლებში, ყველა კულტურული ობიექტი დახურული იყო.
„ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად კულტურის სამინისტროს მიადგა განსაკუთრებით დიდი მატერიალური ზიანი, ჯამური ოდენობით 14,3 მლნ რუბლი [დაახლოებით 182 800 აშშ დოლარი]. მინისტრი აგრბა დაკავებულია ბრალდებულის სტატუსით”, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოდან საუბრობდნენ, რომ გუდისა აგრბა კორუფციულ სქემებში იყო ჩართული, მითვისებულ თანხებს კი კაზინოში აგებდა. განიხილებოდა ზუსტად იგივე ოდენობის თანხა, რაზეც ახლა საქმის მასალებშია საუბარი.
გუდისა აგრბა ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მინისტრი იყო აფხაზეთში. მინისტრად ყოფნის დროს, მისი ბრძანებით, დახურული იყო თეატრები, მუზეუმები და კულტურის სახლები. ამას მინისტრი ანტი ეპიდემიური ზომებით ხსნიდა. მაშინაც კი, როდესაც კაფეებმა და რესტორნებმა უკვე ჩვეულებრივად დაიწყეს მუშაობა.
გუდისა აგრბა კულტურის მინისტრის პოსტიდან 2022 წლის 11 თებერვალს გაათავისუფლეს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო