მოსაზრება: როგორი უნდა იყოს აფხაზეთის კონსტიტუცია
აფხაზეთში ახალი კონსტიტუციის შემუშავება დაიწყო. ცნობილი პოლიტიკოსი და ბლოგერი თენგიზ ჯოპუა მიიჩნევს, რომ აფხაზეთს ხელისუფლებასთან პრინციპულად ახალი შეთანხმება სჭირდება – საზოგადოების მხრიდან უპირობო კონტროლით.
ჯოპუამ თავისი წინადადება ხუთ პუნქტად ჩამოაყალიბა:
1. საჭიროა ახალი კონსტიტუცია მკაფიოდ გაწერილი პასუხისმგებლობის სისტემით.
2. საჭიროა ხელისუფლებისა და მმართველობის ახალი ინსტიტუტები – უმნიშვნელოვანესი კომპონენტით: საზოგადოების მხრიდან უპირობო კონტროლით.
ინსტიტუტები ახლანდელი სახით უფრო დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას, ვიდრე სარგებელი მოაქვს. მათი საკვანძო და ერთადერთი ფუნქცია პოლიტიკური ელიტის შენახვა და სწორედ მათი ინტერესების რეალიზაციაა, მათ შორის, საზოგადოების ინტერესების საზიანოდ.
მოსაზრება: რუსეთი აფხაზეთს ახსენებს, ვინ არის სახლში უფროსი?
მოსაზრება: აფხაზეთი უშუქოდ და ბიზნესი სახელმწიფოს ხარჯზე
მოსაზრება: აფხაზეთს რუსული ფული სჭირდება, მაგრამ ის შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს
3. საჭიროა კანონის განსხვავებული გაგება. კანონი უნდა გახდეს აფხაზი ხალხის ნება. მაშინ ყველა, ვინც შეგნებულად არღვევს კანონს, ამით აცხადებს, რომ არ ეთანხმება ხალხის ნებას და კონფლიქტში შედის მასთან.
ასეთი კონფლიქტის აქტორები – ერთმანეთის მტრები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შესაბამისად, კლანური დაჯგუფებები და გვარები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ დანაშაულის ჩამდენს, საზოგადოებასთან პირდაპირი კონფრონტაციის გზას ადგებიან.
ეს ქცევის მტრული მოდელია და ასეთი ჯგუფების ურთიერთობაში ნებისმიერი ძალადობა გამართლებულია, მათ შორის, მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გაძევება.
4. კორუფცია – ეს უფრო მეტია, ვიდრე დანაშაული თავისი თანმდევი შედეგებით, როგორც სამართლებრივი, ისე სოციალური. ანტიკორუფციული კოდექსი კონსტიტუციის შემდეგ, თავისი მნიშვნელობით მეორე სამართლებრივი დოკუმენტი უნდა გახდეს. კორუფციაზე იმ პირების პასუხისმგებლობა, რომლებსაც მაღალი სახელმწიფო თანამდებობები უკავიათ, უნდა გაუტოლდეს ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღებასა და სამშობლოს ღალატს.
5. აფხაზეთს სჭირდება სიკვდილით დასჯა. სისხლისა და ოფლის დაუღვრელად სახელმწიფო არ იქმნება. უმჯობესია, ეს იყოს მტრის სისხლი, ვიდრე შინაურის, ვიდრე დავკარგოთ კიდევ ერთი მომავალი თაობა ომის, სოციალური პრობლემებისა და ეკონომიკის დანგრევის შედეგად.