Edison Research: მოსახლეობის 70%-ს კოალიციური მთავრობა ურჩევნია
კვლევითი კომპანია Edison Research-ის წინასაარჩევნო განწყობების შესახებ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70%-ს ერთპარტიულს კოალიციური მთავრობა ურჩევნია.
კითხვაზე, საქართველოს მომავალზე დაფიქრებისას, კოალიციური მთავრობა ურჩევნიათ თუ ერთპარტიული, მხოლოდ 30% უპასუხა რომ – ერთპარტიული.
• გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი
• რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი
Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
- ქართული ოცნება – 36%;
- არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას – 24%;
- ენმ – ძალა ერთობაშია – 17%;
- ევროპული საქართველო – 5%;
- გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი – 4%;
- ლეიბორისტული პარტია – 3%;
- პატრიოტთა ალიანსი – 3%;
- გირჩი – 2%:
- ლელო – 2%;
- მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%
- ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო – 1%;
- გამარჯვებული საქართველო – ირაკლი ოქრუაშვილი – 1%;
- სხვა პარტიები – 1%;
გამოკითხულთა უმრავლესობას, 54%-ს პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიის/პარტიების ხილვა სურს. 36%-ს კი უნდა, რომ უმრავლესობაში ქართული ოცნება დარჩეს. 10% ამ კითხვას პასუხს არ სცემს ან ამბობს, რომ არ იცის.
Edison Research-ის კვლევის შედეგებით, მოსახლეობის 26% ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, მისი პრემიერმინისტრობის კანდიდატი დავით ბაქრაძე უნდა იყოს. 23%-ის აზრით, კანდიდატი გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) უნდა იყოს. 21% კი მიხეილ სააკაშვილს ასახელებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი – 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 1.5%-ია.