კორონავირუსი კავკასიაში: სომხეთს უკვე აღარ ყოფნის ადგილები ყველა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციისთვის
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 4 338 596 სულ ინფიცირებულები 805 6 860 11 817 ახალი გარდაცვლილები 0 +2 +7 გარდაცვლილები 13 82 183 გამოჯანმრთელებულები 650 3 871 3 513 -
კიდევ 7 გარდაცვლილი და 596 ახალი ინფიცირებული სომხეთში. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას სთხოვს დაიცვან წესები და იფიქრონ საკუთარ მოხუცებსა და ავადმყოფებზე
სომხეთში, პანდემიის დაწყებიდან, საერთო ჯამში 183 ადამიანი გარდაიცვალა.
დაინფიცირდა 11 817 ადამიანი, მათგან 3 513 გამოჯანმრთელდა.
გამოჯანმრთელებულთა შორის არის 101 წლის ბებია, რომელიც საავადმყოფოში ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.
ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი:
«ჩვენი აზროვნება უნდა მოერგოს ახალ რეალობას. ვერ ნახავთ ოჯახს, სადაც არ არიან ხანშიშესული ადამიანები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები: დიაბეტით, ჰიპერტონიით, გულის იშემიური დაავადებით, სიმსივნით და ა.შ. ისინი ყველა კორონავირუსის პირდაპირ სამიზნეში არიან».
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, გარდაცვლილი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 1 262 697 სულ ინფიცირებულები 801 6 522 11 221 ახალი გარდაცვლილები 0 +2 +6 გარდაცვლილები 13 78 176 გამოჯანმრთელებულები 644 3 737 3 468 -
სომხეთის პრემიერი: "ჩვენ უკვე აღარ გვყოფნის ადგილები ყველა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციისთვის, ვისაც ეს ესაჭიროება". 697 ინფიცირებისა და გარდაცვალების 6 შემთხვევა 24 საათში
სომხეთში ინფიცირების 697 და გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევაა დღე -ღამის განმავლობაში.
მთლიანობაში პანდემიის დროს 176 ადამიანი გარდაიცვალა, სულ დაინფიცირდა 11 221
პრემიერი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში, “ეპიდემიის საწინააღმდეგო მოძრაობის” შექმნის მოწოდებით გამოვიდა
კორონავირუსთან ბრძოლოს ზომები სომხეთში
სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა 13 ივნისამდე მოქმედებს.
მაგრამ უკვე გაუქმდა შეზღუდვები გადაადგილებაზე და გაიხსნა თითქმის ყველა ბიზნესი: საწარმოები, მაღაზიები, საპარიკმახეროები, მუზეუმები.
18 მაისიდან მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. მას საგულდაგულო დეზინფექცია უტარდება. ყველა მგზავრი ვალდებულია ტრანსპორტში პირბადე ეკეთოს.
-
მაისში, სანქტ-პეტერბურგში, 1 500 ადამიანი გარდაიცვალა პნევმონიით, მაგრამ სიკვდილის მიზეზად COVID-19 მხოლოდ 171-ს ჩაუწერეს
ეს დასკვნა ოფიციალურ სტატისტიკას ემყარება.
სანქტ-პეტერბურგში, 2019 წლის მაისში, 4 875 ადამიანი გარდაიცვალა, 2020 წლის მაისში კი – 6 427 ანუ სიკვდილიანობის ზრდამ 32 პროცენტი შეადგინა.
ბევრი ექიმი და ექსპერტი ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს თითქმის 1 500 გარდაცვალების შემთხვევა – კორონავირუსის პანდემიის ტრაგიკული შედეგია, თუმცა, ამ ქალაქში, მაისში, ოფიციალურად COVID-19-ით გარდაიცვალა – 171 ადამიანი.
რუსული ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა:
„ეს, სანქტ-პეტერბურგში დაავადების სტატისტიკის ტოტალური გაყალბების პირდაპირი მტკიცებულებაა. იქ, კვირების განმავლობაში, ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების ერთი და იმავე მაჩვენებელს წერენ – 370-380 და მენეჯმენტის გადაწყვეტილებები ფალსიფიცირებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღება.
ეს საშინელი დანაშულია. ამის ყველა ორგანიზატორი, შემსრულებელი და თანამზრახველი აუცილებლად წარსდგება სასამართლოს წინაშე“.
-
სტატისტიკა: ავადმყოფი, მკვდარი, გამოჯანმრთელებული - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო
საქართველო აზერბაიჯანი სომხეთი ახალი ინფიცირებულები 4 325 515 სულ ინფიცირებულები 800 6 260 10 524 ახალი გარდაცვლილები +1 +5 +13 გარდაცვლილები 13 76 170 გამოჯანმრთელებულები 640 3 665 3 454 -
აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 325 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა
სულ, პანდემიის დაწყებიდან, აზერბაიჯანში, 76 ადამიანი დაიღუპა.
დაინფიცირდა 6 260, მათგან 3 665 გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანის საზღვრები 15 ივნისამდე დაკეტილი იქნება. მაგრამ უკვე ამუშავდა რესტორნები, მაღაზიები და ახალი სავაჭრო ცენტრებიც. ჯერჯერობით დახურული რჩება კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და სპორტდარბაზები.
• “თუ არ გეშინია – არ დაინფიცირდები”. აზერბაიჯანში კარანტინი გააუქმეს – რას ფიქრობს ხალხი?
-
სომხეთის პრემიერი: „რა გავაკეთო, სპეცრაზმი გამოვუშვათ?“ – დღე-ღამეში 515 ინფიცირებული სომხეთში, სულ უკვე 10 ათასზე მეტი
სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ, პანდემიის დაწყებიდან, სომხეთში, 170 ადამიანი დაიღუპა.
დაინფიცირდა 10 524, მათგან 3 454 გამოჯანმრთელდა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იზოლაციაშია, მასსა და მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მან მოქალაქეებს კვლავ დისტანციის დაცვისა და თავდაცვისკენ მოუწოდა:
„რა გავაკეთო, სპეცრაზმი გამოვუშვა, რომ ხალხი სცემოს და სახლში გაუშვას? ასე მოქცევა არ შემიძლია. ხელკეტებით შევაჩეროთ? ასე ექცევიან კრიმინალურ ჯგუფებს. როგორ შეიძლება ასე მოვექცე საკუთარ ხალხს?
დაიცავით წესები, რომ არ გარდავიცვალოთ, რომ არ დავაყენოთ სხვები საფრთხის წინაშე. დამნაშავეების ძიება – უაზრობაა. იმიტომ, რომ თუკი დამნაშავე ხალხია, ე.წ. დამნაშავეა ხელისუფლებაც. თუკი დამნაშავე მთავრობაა, მაშინ დამნაშავეა ხალხიც, რადგან მათ მოიყვანეს ეს მთავრობა ხელისუფლებაში.
ჩვენ ერთი ვართ, შეუძლებელია ჩვენი ერთმანეთისგან განცალკევება“.
• კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის პრემიერ-მინისტრი ბრიფინგზე გამოვიდა
-
საქართველოში ინფიცირებული ოთხი ახალი პაციენტიდან სამი უცხოელი ტრაილერის მძღოლია
საქართველოში, 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი მათგანი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, ტრაილერის მძღოლია.
23 მაისიდან, საქართველოში საგანგებო მდგომაროება გაუქმდა და საკარანტინე ზომების დიდი ნაწილი მოიხსნა. მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დასახლებულ პუნქტებში.
8 ივნისიდან, მუშაობას დაიწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, მათ შორის, მატარებლები.
1 ივნისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.
• რა ბედი ელის საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილ 23 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმებს?
-
კავკასიაში, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული წინა მოვლენების ქრონიკა