უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად საუკეთესო გზა დიალოგია. ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.
პოდოლიაკის თქმით, ორ ქვეყანას შორის კვლავ არსებობს გარკვეული დაძაბულობა, თუმცა ურთიერთობების ეტაპობრივად აღდგენა შესაძლებელია.
საქართველოსა და უკრაინის ლიდერები ერთმანეთს 4 მაისს ერევანში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ასევე, 6 მაისს ბოჭორიშვილსა და სიბიჰას შორის სატელეფონო ზარი გაიმართა.
მიხაილო პოდოლიაკი: “მხოლოდ დიალოგს შეუძლია გვაპოვნინოს გამოსავალი ნებისმიერი პრობლემიდან. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი უნგრეთში, სადაც ხელისუფლება შეიცვალა და ჩვენ ვხედავთ, როგორ შეიძლება ნაბიჯ-ნაბიჯ გავიდეთ კარგ დიალოგზე უნგრეთსა და უკრაინას შორის. ჩვენ გვესმის რა რეალობაა საქართველოში.
არსებობს ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც შეიძლება იყოს პერსპექტიული და ეს ურთიერთობები ეტაპობრივად უნდა აღდგეს. იყო გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა. არსებობს ორივე ქვეყნის ნაციონალური ინტერესები და სწორედ აქ შეიძლება ვიპოვოთ ფორმატი დისკუსიისთვის. ეს სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის. ასევე უკრაინისითვის.
დიპლომატიური კომუნიკაციის აღდგენა ეს არის შესაძლებლობა განხილული იყოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ასევე ჰუმანიტარული საკითხები. არ უნდა დაგვავიწყდეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, მე ვსაუბრობ ბატონ სააკაშვილზე. ყველა თემა უნდა განვიხილოთ ფრთხილად. არსებობდა საინფორმაციოდ დაძაბულობა, ვგულისხმობ გარკვეულ განცხადებებს, მათ შორის, საქართველოს მხრიდან.
მე მესმის ამის მიზეზი. მაგრამ სასურველია, მოვძებნოთ შესაძლებლობა ვილაპარაკოთ და ვილაპარაკოთ პატივისცემით. ჩვენ გავქვს ინტერესი ჩვენს პარნიტორებთან გავაღრმავოთ პარტნიორული ურთიერთობები, ლოჯისტიკური და თემატური საკითხები უკვე დამატებითი განხილვის საგანია.”