30 აპრილის აქციის დარბევა. ვიდეო
30 აპრილის აქციის დარბევა ვიდეო
მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა თბილისში დაპირისპირება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და პოლიციასა და სპეცრაზმს შორის.
სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალური ტექნიკა გამოიყენა – წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემსადენი გაზი, ისროდნენ რეზინის ტყვიებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. რამდენიმე მომიტინგე დაკავებულია.