10 მარტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გეგმავს
უმრავლესობა აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გეგმავს
საქართველოს პარლამენტში 10 მარტს ბიუროს სხდომა და საგაზაფხულო პლენარული სესია ჩაინიშნა. დღის წესრიგში იქნება მხოლოდ ერთი საკითხი, კერძოდ, ე.წ. აგენტების შესახებ პროექტის მეორე მოსმენა, რომელსაც როგორც “ქართულ ოცნებაში” დღეს ითქვა, კენჭისყრაზე ჩააგდებენ.
დღის დასაწყისში პარლამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართებოდა. ამის მიზეზად აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან “ძალადობრივი ქმედებების შედეგად” დაზიანებულ პარლამენტის შენობას და ინფრასტრუქტურა ასახელებდნენ. თუმცა, დღის ბოლოს შესაძლებელი აღმოჩნდა პლენარული სხდომის ჩანიშვნა.
- “ქართული ოცნება” ამბობს, რომ გაიწვევს რუსულ კანონს. თუმცა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ განცხადება არ კმარა
- 2019 წლის ივნისში ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ხალხს პროპორციულ სისტემას. თუმცა, სიტყვა არ შეასრულა.
პარლამენტში 9-10 მარტს იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი. სასახლეში დაიშვებიან აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც წინასწარ შეთანხმებული იქნება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან.
ბიუროს სხდომისა და პლენარული სესიის პარალელურად საპროტესტო აქციის მონაწილეები დილის 11 საათიდან გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. მათი პროტესტის ერთერთი მთავარი მიზანი უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა იყო, რისი დაპირებაც მიიღეს 9 მარტს საპრალემენტო უმრავლესობისგან.